09 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ილია იაშინი ნემცოვის მკვლელობის საგამოძიებო კომიტეტის მიერ დასახელებულ ვერსიას არ ენდობა

რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი არ ენდობა საგამოძიებო კომიტეტის მიერ დასახელებულ ვერსიას ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ის გამორიცხავს, რომ ნემცოვმა მუსლიმანი ექსტრემისტები თავისი განცხადებებით გააღიზიანა. ილია იაშინის განცხადებით, დასახელებული ვერსია პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ არსებული ეჭვის გასაფანტადვა არის შეთხზული.

ილია იაშინის განცხადებით, ბორის ნემცოვი იყო ადამიანი, რომელიც მამაცობის მაგალითად და უამრავი ადამიანის ღირებულებების დამცველად დარჩება. მისი თქმით, ნემცოვს მუსლიმურ ექსტრემიზმთან დაკავშირებით ისეთივე ადეკვატური და ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა, როგორც ნებისმიერ ადამიანს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პარიზში ”შარლი ებდოს” რედაქციაში გარდაცვლილების სამძიმარზე ჩავიდა, თუმცა ამის გამო ის არ გამხდარა რადიკალი ისლამისტების სამიზნე. ნემცოვი არ არის ისლამისტი ფუნდამენტალისტების მსხვერპლი. ეს ვერსია ვლადიმერ პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასაცავად არის მოგონილი,” -განაცხადა რუსეთის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა სოლიდარობის ერთ-ერთმა ლიდერმა ილია იაშინმა.

ოპოზიციონერი ასევე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არსებული ჩეჩნური კვალის მიუხედავად, რამზან კადიროვი მაინც ხელშეუხებელი დარჩება და მას ვლადიმერ პუტინი მფარველობს.
ამჟამად ნემცოვის მკვლელობაზე 5 პირია დაკავებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები