17 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
"კვლავ აპირებენ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონის გათრევას... ივანიშვილმა დაავალა"-რომან გოცირიძე

მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას, პარლამენტი რამდენიმე საათში დაიწყებს. დეპუტატები დღეს ინიციატივის იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც მოხმარების რეგულაციებს ეხება, თუმცა დეპუტატები დღეს არ იმსჯელებენ კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტს ეხება.

რაც შეეხება რეგულაციებს, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტში შესულია ყველა ის პუნქტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დარჩენილ ვაკუუმს ამოავსებს.

„მხოლოდ პირად სივრცეში არის დასაშვები 21 წელს ზემოთ მარიხუანას მოხმარება. დანარჩენი  ძალიან მკაცრად არის გაწერილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, როგორც აკრძალვის ზონა. ნებისმიერი სხვა სივრცე საზოგადოებაში როგორც აკრძალვის  ზონა. ის რომ მარიხუანის ან ნარკოტიკული  სიმთვრალის მდგომარეობაში  ავტომობილის მართვა დაისჯება სისხლის სამართლის წესით. 21 წლამდე პირის მიერ მოხმარება დაისჯება ადმინისტრაციული წესით,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" კი კანონპროექტის იმ ნაწილის გაწვევას ითხოვს, რომელიც მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტს გულისხმობს. რომან გოცირიძე აცხადებს,რ ომ მმართველ გუნდი ცდილობს ეს კანონპროექტი როგორმე სესიაზე გაიტანოს.

„როგორც ჩანს იმდენად დიდია ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანების სიხარბე, რომ კვლავ აპირებენ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონის გათრევას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დღესვე დაუყოვნებლივ იქნას  ეს კანონი გაწვეული პარლამენტიდან. აბსოლუტურად უტიფარი განცხადება იყო  იუსტიციის მინისტრის ქალბატონ  წულუკიანის, რომელმაც  თქვა, რომ თუ კი რამე ფულს იშოვისო საწყალი ორ კაპიკს, დათესოს კანაფი მერე რაო. თქვენ გგონიათ, რომ ის მართლაც ასეთი სულელია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს. არ არის სულელი რამდენიც ზემოთ არის ორი იმდენი არის ქვემოთ. დაავალა ივანიშვილმა,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.  

დღის ამბები