17 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
„ძირითადი თემა იქნება დარღვევები, რომლებიც მრავლად არის ამ საარჩევნო კამპანიის დროს"-ლევან ბეჟაშვილი NDI-ის სადამკვირვებლო მისიას ხვდება

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი NDI-ის წარმომადგენლებს ხვდება. ლევან ბეჟაშვილი სადამკვირვებლო მისიას წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის. ბეჟაშვილი  იმ ფაქტებზე ისაუბრებს, რომლებიც ოპოზიციის წევრებმა გამოავლინეს. ლევან ბეჟაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, დარღვევების კონკრეტული ფაქტები სათანადოდ შეაფასონ.

„ძირითადი თემა იქნება საარჩევნო გარემო და ის დარღვევები, რომლებიც მრავლად არის ამ საარჩევნო კამპანიის დროს. დაწყებული ადმინისტრაციული რესურსიდან, ძალადობრივი აქტების ჩვენი შტაბის წევრების, საკრებულოს წევრების და ა.შ. დაკავებები კონკრეტული უკანონო, უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებები და ა.შ. ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს იმ საარჩევნო გარემოს, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

დღის ამბები