დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის - ხმაურის და სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი, სლოტკლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვა გახდა. ლევან გოგიჩაიშვილი და აკაკი ზოიძე ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდნენ. გოგიჩაიშვილი დიდ სლოტკლუბებში მოწევის დაშვების წინააღმდეგია. განსხვავებული პოზიცია აქვს აკაკი ზოიძეს, რაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომაზე, ლევან გოგიჩაიშვილისთვის მიუღებელი ჟესტით გამოხატა.
"ხელი აუქნიე იმას ვისთანაც ასაქნევი გაქვს,“-მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა აკაკი ზოიძეს, რომელმაც კოლეგას უპასუხა, რომ ხელი მისთვის არ აუქნევია.