საქართველოში საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტი შეიქმნება. შესაბამის მემორანდუმს 20 დეკემბერს პარიზში იუსტიციის მინისტრი და საერთაშორისო სავაჭრო პალატა გააფორმებენ. თეა წულუკიანის განცხადებით, საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოს რეგიონულ ცენტრად აქცევს, სადაც საერთაშორისო ბიზნეს დავების მოგვარება შესაძლებელი გახდება.
„20 დეკემბერს პარიზში საქართველო და საერთაშორისო სავაჭრო პალატა ხელს მოაწერენ მემორანდუმს იმისთვის, რომ ერთად იმუშაონ. საქართველოს და თბილისის რეგიონულ ცენტრად გადასაქცევად საერთაშორისო სავაჭრო დავების და კომერციული დავების არბიტრაჟის წესით განხილვისათვის,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.