ზუგდიდში პური გაძვირდა. სუპერმარკეტებსა და ბაზრებში მოსახლეობას პურის ფასი მომატებული დახვდათ.
გამყიდველები ამობენ, რომ მყიდველების ნაწილმა გაძვირებული ფასის გამო, დღეს პურის ყიდვა ვეღარ შეძლო.
ფასის მატების მიზეზი კი დისტრიბუტორების გადაწყვეტილება გახდა, რომლებმაც პური დღეს 8 თეთრით უფრო ძვირად ჩააბარეს.
განსაკუთრებული უკმაყოფილება ზუგდიდში ამ ფაქტს პენსიონერების მხრიდან მოჰყვა.