19 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოშია 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიულერი იმყოფება. მან უკვე გამართა პირველ შეხვედრა საგარეო უწყებაში, სადაც მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტის მნიშვნელობასა და განხილულ თემებზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ როგორ ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ისე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს  ურთიერთობების დინამიკა . ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნის შიგნით ვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეული წარმატება“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.


ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერი აცხადებს, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა ვითარდება და ეს ივლისში ნატოს წევრმა ქვეყნებმა  კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

„საქართველოს მოვუწოდებთ გააგრძელოს არჩეული კურსი, რადგან ის ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან“- განაცხადა როუზ გეტემიულერი.

დღის ამბები