17 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
გეგუთის საბავშვო ბაღში 25 ბავშვი მოიწამლა

ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის საბავშვო ბაღში მოწამლულია 25 ბავშვი.

ქუთაისის ჰოსპიტალში ერთი და იგივე სიმპტომებით, მუცლის ტკივილით, ღებინებით და მაღლი სიცხით შეიყვანეს. მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მკურნალობას ამ დრომდე სტაციონარში გადიან.

ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ მოწამვლა ბოსტნეულმა ან რძის ნაწარმმა გამოიწვია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავმჯდომარე, პაატა იმნაძე, წყალტუბოში უკვე ჩავიდა და მოწამლული ბავშვები მოინახულა. მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები