აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. მამუკა ბახტაძემ სტუდენტებთან განათლების სისტემის რეფორმასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში.