კრიპტო ვალუტები, ციფრული მაინინგი და ბლოკჩეინი, როგორც მომავლის ტექნოლოგიური გასაღები. ამ თემებზე დისკუსიისთვის თბილისში, ბოლო 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს ყველა წამყვანი კრპიტო სპეციალისტი, მაინერი და პროგრამისტი ე.წ. სოფტვეარ დეველოპერი შეიკრიბა.
ჩინეთის და ამერიკის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა მაინერთა, ანუ ვირტუალური ფულის გამომმუშავებელთა რაოდენობით. სწორედ ამიტომ, საქართველო მსოფლიო დონეზე მოექცა ყურადღების ცენტრში.
მაინინგის მსოფლიო სამიტზე საქართველოში 1000-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის ვუ ჯიჰანი. ის ექსცენტრიული მილიარდერია. სწორედ ჯიჰანი იყო ის ევანგელისტი, რომელმაც მთელი ჩინეთი ბლოკქჩეინითა და კრიპტოვალუტით დაავადა.
თუ ჯიჰანს დავუჯერებთ, უახლოეს წლებში ბლქოჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება 50-ჯერ გაიზრდება, რაც ცხადია კრპიტო ინდუსტრიის მნიშვნელოვან განვითარებას ნიშნავს.
კონფერენცია ბიტმეინისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის ბიტკანის მხარდაჭერით ჩატარდა. თანაორგანიზატორი ქართული კომპანია "ბირთვია". ალეკო მორჩილაძე ამბობს, რომ ეს სამიტი საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ბლოქჩეინი კი ინტერნეტის განვითარების ახალი საფეხურია.
ავტორი: მიშა სესიაშვილი, ნანიკო სისვაძე.