17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"არ გვაქვს უფლება ვაკრიტიკოთ ის ხელისუფლება, რომელიც სარწმუნოებას შეეხება უცენზუროდ და შეეხება ჩვენს ზნეობას?" - მამა დავით ისაკაძე

სასულიერო პირები ხელისუფლების კრიტიკას აგრძელებენ. როგორც მამა დავით ისაკაძე ამბობს, მღვდლებსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სრული უფლება აქვთ ხელისუფლება გააკრიტიკონ, მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლება მრევლის მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს ეხება.

მამა დავითი ბიძინა ივანიშვილის გაცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ მან ჟურნალისტებს პატრიარქისა და სასულიერო პირების კრიტიკისკენ მოუწოდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების კრიტიკის უფლება სასულიერო პირებსაც აქვთ.

„ალბათ, გახსოვთ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რამდნიმე წლის წინ, როდესაც მოგიწოდათ, რომ აკრიტიკეთ ეკლესია, აკრიტიკეთ პატრიარქი. თქვენ იცით, რომ ეს პიროვნება დღეს არის ლიდერი სახელმწიფო მმართველობის. ფარული თუ ხილული ეს თქვენ და საზოგადოებამ განსაჯეთ, მაგრამ ეს მისი სიტყვებია.

ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაკრიტიკოთ ის ხელისუფლება, რომელიც სარწმუნოებას შეეხება უცენზუროდ და შეეხება ჩვენს ზნეობას, ქვეყნის მომავალს, რა თქმა უნდა, გვაქვს ამის უფლება დაა ამას ყოველთვის გავაკეთებთ“-ამბობს მამა დავით ისაკაძე.

სასულიერო პირების ხელისუფლებასთან დაპირისპირება გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას პატრიარქმა განცხადება გაავრცელა, სადაც სასულიერო პირებს პოლიტიკაში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, მღვდლები და მღვდელმთავრები ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს მაინც აკეთებენ.

სასულიერო პირებისთვის მთავარი მიუღებელი საკითხი მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტი და ასევე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის ის სკანდალური განცხადებებია, სადა სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს წინა ხელისუფლებას აბრალებს.

დღის ამბები