17 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე - მეუფე ნიკოლოზი ვანო მერაბიშვილის მდგომარეობაზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოძღვარმა მოინახულა.

ვანო მერაბიშვილის სულიერი მამა ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა ამ დრომდე არ იცის მისი ნამდვილი დიაგნოზი რა არის.

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ პატიმარს ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული აქვს, ხოლო მისი ავადმყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სიმსივნე ან ინტოქსიკაციაც იყოს. მერაბიშვილის მოძღვარს კითხვა ხელისუფლებასთან აქვს.

„მარჯვენა თვალი აქვს უკან ცოტა ჩაწეული, როგორც მომიყვა თვითონ, რაც დაადგინეს ჰორნერის სინდრომი. რეალურად ცხადია, თვეზე მეტია იკვლევენ და ზუსტად ვერ დაუდგინეს დიაგნოზი, გამომწვევი მიზეზები

სავარაუდოდ, შეიძლება იყოს სიმსივნე , ეს ფილტვის შეიძლება იყოს, ტვინის შეიძლება იყოს, მაგრამ არ ჩანს.

მოწამვლაზე ამბობს, რომ რადგან ვერ დაადგინეს მიზეზი, ეს თვითონ კი არ გრძნობს, თვითონ დოკუმენტში წერია გამომწვევი მიზეზი რა შეიძლება იყოს. ერთ-ერთი არის ინტოქსიკაცია.

მე მაინტერესებს, ეს პატიმარი სიკვდილმისჯილი პატიმარია თუ არა“-ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ამავე თემაზე
დღის ამბები