09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
60-მილიონიანი დავა - ფინანსთა სამინისტრო VS "ენერგოპრო"

ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს ორ დღეში განიხილავს.

კენჭისყრა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა, ჩეხური პრესის ინფორმაციით, "ენერგოპროს" საქმის გამო გადაიდო.

პრაღაში მედიასთან ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბიმირ ზაორალეკიმ "ენერგოპროსა" და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებულ დავაზე ილაპარაკა. ფინანასთა სამინისტრო კომპანიას 60 მილიონს ედავება.

დღეს ჩეხური ბიზნესის დავალიანების შესახებ პირველი კომენტარი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა და დაადასტურა, რომ დავა ჩეხურ კომპანიასთან ნამდვილად არსებობს.

„ეს არის ჩვეულებრივი საგადასახადო დავა. შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა შეამოწმეს კომპანია და დაერიცხა გარკვეული თანხა. კომპანია ნაწილს დაეთანხმა, ნაწილზე დავა დაიწყო. დავის პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთ დავას პირადად მეც ვესწრებოდი, სადაც ჩვენ ვთხოვეთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. რაღაც ნაწილში დავაკმაყოფილეთ კომპანიის მოთხოვნები იმიტომ, რომ ჩავთვალეთ, სამართლიანი იყო, რაღაც ნაწილში არ დავეთანხმეთ. არის ერთი გარემოება - კომპანიას ვთხოვთ, წარმოადგინოს იმის დამატებითი მტკიცებულებები, რომ ეს თანხები მის საქმიანობას მოხმარდა. ეს არის ჩვეულებრივი საგადასახადო საქმე, რომლის განხილვა ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს,” - ამბობს ნოდარ ხადური.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს ჩეხეთის პარლამენტი ორ დღეში განიხილავს, - ამის შესახებ „კურიერს” საქართველოს ელჩმა ჩეხეთში ზაალ გოგსაძემ განუცხადა.

გოგსაძე ამბობს, რომ მასთან ოფიციალურ დონეზე, "საკითხი ასე არავის დაუყენებია".

"რატიფიცირებისა და "ენერგოპროს" საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება მიუღებელია და ეს თემა ჩემთან ასე არ განუხილავთ,” - აცხადებს ზაალ გოგსაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები