ოპოზიციური გაერთიანება " ძალა ერთობაშიას" ლიდერები, მუხიანი ორის მოსახლეობას შეხვდნენ.
გიორგი ვაშაძემ და ზაალ უდუმაშვილმა შოვის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემები მოისმინეს. ადგილობრივების თქმით, გამგეობისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად ისევ მოუგვარებელია კანალიზაციისა და მოუწესრიგებელი გზის საკითხი.
“ეს არის ყველასგან, უპირველესყოვლისა კი ხელისუფლებისგან მიტოვებული თბილისი. აქ არ არის გზები, არ არის კანალიზაცია, წყლის სერიოზული პრობლემებია. ახლა შედარებით კარგი ამინდია, თორემ, წვიმიან ამინდში აქ ავტომობილებიც კი არ გადაადგილდებიან, ხალხზე აღარაფერს ვამბობ,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.