სამოქალაქო სექტორი პროკურატურის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პროექტის არსებითი გადამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.
მათი შეფასებით, პარლამენტის მიერ ინიცირებული პროექტი პრაქტიკულად არ განსხვავდება დღეს მოქმედი რეგულაციისგან.
ის ვერ პასუხობს კონსტიტუციური რეფორმის იდეას, რამდენადაც შემოთავაზებული ვერსიით თითქმის უცვლელია, როგორც საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების, ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესი.
„შემოთავაზებული კანონპროექტით არ იცვლება არსებითად ის მოცემულობა, რომ კვლავ საპროკურორო საბჭოში იქნებიან პოლიტიკოსები , არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ არის.
მეორე საკითხია გენერალური პროკურორის არჩევის ხარვეზიანობა“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული.