შვილმოკლული მამების აქციაზე სიტყვით გამოსვლები დღის მეორე ნახევარში განახლდება. მანამდე კი ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. ისინი უნდა შეთანხმდნენ თუ რა ფორმით გაგრძელდება საპროტესტო აქციები.
„ჩვენი პროტესტი გაგრძელდება ისევ და ისევ ისე როგორც ვაგრძელებთ. ვნახოთ პოლიტიკური ლიდერები რას შემოგვთავაზებენ. და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას რა მეთოდით ვებრძოლოთ ამ ხელისუფლებას. იქიდან გამომდინარე რაც ბოლოს უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ დააგვირგვინა მაინც ტალახს გვესვრიან, რომ "ნაციონალების" მიერ მართული იყო ეს აქცია. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით გუშინდლამდე ეს არანაირი პოლიტიკური პარტიების აქციები არ ყოფილა და არც იქნებოდა მაგრამ იმასთან დაკავშირებით გუშინ რა ინფორმაციებიც გვქონდა, რომ აპირებდნენ პროვოკაციებზე წამოსვლას, იმაზე არ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენს დაკავებას აპირებდნენ.
"იმიტომ, რომ თუ დაგვაკავებენ ეს არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის მაგრამ ხალხის მიმართ აპირებდნენ პროვოკაციაზე წამოსვლას რაც ნათელი გახდა პოლიციის მხრიდან. უკანონოდ იქცეოდა მთელი პოლიცია,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი დღევანდელ აქციაზე უფრო მეტი ადამიანის მისვლას ელოდებიან ვიდრე ეს წინა დღეებში იყო. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მთელი ეს პერიოდი ის და ზაზა სარალიძე პირადად გეგმავდნენ და მართავდნენ აქციებს, თუმცა მოსალოდნელი პროვოკაციებიდან გამომდინარე იძულებულები გახდნენ პოლიტიკური პარტიებისთვის მიემართათ.
„ჩვენ არანაირი პარტიებით არ ვიყავით მავთულები. არანაირი "ნაციონალები", ეს იყო პირადად დაგეგმილი ჩემი და ზაზასი აქცია. და იყო ყველაფერი ჩემი და ზაზას მოქმედების ქვეშ. ჩვენ არავინ არ გვმართავდა და ჩვენ ამას არ დავუშვებდით, გუშინ იძულებულები გავხდით, რომ მიგვემართა პარტიებისთვის. იმიტომ, რომ ვიცოდით რაღაც იგეგმებოდა,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.