17 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ჩემი მეუღლე პოლიტიკური პატიმარია - შვილმოკლული მამების აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძის ოჯახი არჩილ თალაკვაძეს შურისძიებაში ადანაშაულებს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გუშინ დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მათ ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიორგი ფანჯავიძე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. მისი მეუღლე კი ამტკიცებს, რომ დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ფანჯავიძეს ემუქრებოდა, რადგან მან მაღალი თანამდებობის პირების პრემია-დანამატები გამოააშკარავა.

„ეს არის შეტყობინება, რომელიც მისი პირადი გვერდიდან არის გამოგზავნილი. არჩილ თალაკვაძე გააღიზიანა გიორგის მიერ გამოვლენილმა ფაქტმა მისი პრემია-დანამატების შესახებ, რომელიც ჰქონდა ძალიან დიდი ოდენობით ბიუჯეტიდან მითვისებული, ამის შემდეგ მან მოწერა ეს მესიჯი „მოვა დრო და წაიტეხავ ცხვირს ესეთი უსინდისობით“. ეს არის მისი გვერდი შეუძლიათ ჩაუტარონ ექსპერტიზა.

ჩემი მეუღლე ზოგადად დაინტერესებული იყო ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკით და იყო ოპოზიციაშია მ კრიმინალურ რეჟიმთან სწორედ ამიტომ ვა10EAადებს, რომ არის პოლიტიკური პატიმარი. არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი,“-ამბობს დაკავებულის მეუღლე მარიკა ფანჯავიძე.

დღის ამბები