„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთა რეიტინგებში გაცილებით უკეთესი პოზიცია უკავია, ვიდრე ეს Edison Research-ის გამოკითხვების მიხედვით დაიდო.
საპრეზიდენტოს კანდიდატი Edison Research-ს მოსყიდულ კომპანიას უწოდებს.
„დაწყებულია ჩვეულებრივი სარეიტინგო ომი. ახლა ივანიშვილის მოსყიდული სარეიტინგო კომპანია გამოგვიცხადებს შედეგებს და ვიქნებით ასე. რაც შეეხება Edison Research -ს, ეს არის ცნობილი სინდის გარეცხილი კომპანია, რომელიც საკუთარ მამას დაკლავს ფულის სანაცვლოდ. აი ამხანაგები, რომლებიც ჩემს წინ სხედან მე ვურჩევდი, რომ გააბოლონ ივანიშვილის მარიხუანა. ერთი ორი ნაფაზი დაარტყან. უფრო კაი რეიტინგებს დაწერენ. არც ერთი საღად მოაზროვნე არ დაიჯერებს, რომ ვაშაძეები, ბაქრაძეები და სალომეები არიან შალვა ნათელაშვილზე წინ. მაშინ ისტორია გაჩერებულა. ვფიქრობ ისტორია საქართველოსი გრძელდება,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-მა სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-მა სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ამავე კვლევის თანახმად, საარჩევნო მარათონში ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ და ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ სამეულში ხვდება.
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.