17 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"დასაკითხია ამ საუბრის მონაწილე ყველა პირი" - ოპოზიცია "ომეგა ჯგუფის" საქმეზე მორიგ ჩანაწერებს ეხმაურება

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოქვეყნებულ მორიგ სკანდალურ ჩანაწერს ოპოზიცია ეხმაურება. საუბარია ჩანაწერზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფიგურა, რომელიც პირდაპირ ერევა და თავისი შეხედულებებისამებრ ალაგებს სიგარეტის ბაზარს, წყვეტს ვისი დაჯარიმება შეუძლია ფინანსთა მინისტრს და ვისი არაა.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს პირობებში „ომეგა ჯგუფი“ ვერ შეძლებს სიმართლის დადგენას, ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მენეჯმენტმა ლონდონის სასამართლოს მიმართა.

„ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო იბერიის ხელმძღვანელობამ, რომ ლონდონის სასამართლოს მიმართა. რადგან  ივანიშვილის სასამართლოს პირობებში, აქ შეუძლებელია ფაქტიურად სიმართლის მიღწევა. ამიტომ, დიახაც უნდა ჩაერთონ საერთაშორისო მოსამართლეები ამ საქმეში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს თუ ვინ, რა ძალები სძალავდნენ ტელეკომპანიის  მფლობელებს იბერიას. დიახ, რაც უფრო მეტად იქნება ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საქმეში უფრო ადვილად მიაღწევს გამარჯვებას იბერია ამ საქმეში,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ჩანაწერებს ეხმაურება „ევროპული საქართველოც“. ოთარ კახიძის თქმით, როგორც ჩანს მმართველი გუნდი არ უარყოფს ამ ჩანაწერების აუთენტურობას, თუმცა ამის ფონზე გამოძიება არ აქვს ნება, რომ ეს საქმე სრულყოფილად გამოიძიოს.

„გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა პირადად არ ეწევა ბიზნესის რეკეტს. შეიძლება  პირად საუბრებში არ საუბრობს იმ გზავნილებზე, რომ აი ახლა ამდენი  ფული არის შემოტანილი, ეს ვიღაცას უნდა გადაუფორმო და ეს წილი არის აქ გადასარიცხი. ამას რა თქმა უნდა ეს ადამიანი სავარაუდოდ აკეთებს მისთვის ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით. აუთენტურობას, როგორც ჩანს უკვე აღარ უარყოფენ. ამბობენ, რომ ეს საუბარი ნამდვილია. ახლა არის გასარკვევი  რეალურად ის მოქმედებები მართლა განხორციელდა თუ არა. რაზეც ამ საუბარში არის შინაარსი. და ამავე დროს დასაკითხია ყველა ის პირი ვინც არის ამ საუბრის მონაწილე ხომ და მათგან უნდა მიიღოს გამოძიებამ რეალური ინფორმაცია. მაგრამ ვხედავთ ყველანი, რომ გამოძიებას რეალურად ეს ნება არ აქვს,“-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები