"დაცემას მოსდევს ამაღლება... ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის" - ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საკუთარ ქადაგებაში ბრძანა.
პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით იქადაგა.
მან აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა. დღეს ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.