17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"წერილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს“ - საია მაუწყებლებისთვის პოლიტიკური რეკლამის ამოღების თაობაზე მარეგულირებელი კომისიის წერილზე 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს შეიცავს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას - გზავნილს მაუწყებლებისთვის პოლიტიკური რეკლამის ამოღების თაობაზე საია ეხმიანება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წერილი არ წარმოადგენს კომისიის სამართლებრივ აქტს და მისი შესრულება მაუწყებლებისთვის სავალდებულო არ არის.

საია-ში განმარტავენ, რომ მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე, რომელზეც კანონმდებლობით რეკლამის დამკვეთს ეკისრება, შესაბამისად საკითხის განხილვის უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნია.

„ვთვლით,რომ ეს წერილი არ არის კომისიის სამართლებრივი აქტი და მაუწყებლები არ არიან ვალდებულები დაემორჩილონ მასში მითითებულ გარემოებებს.

ეს წერილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს,“-ამბობს საიას იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

2018 წლის 25 სექტემბერს, მაუწყებლებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიიღეს წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ 3 სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომელიც განთავსებულია როგორც პოლიტიკური რეკლამა, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელმა უკვე განათავსა აღნიშნული ვიდეო რგოლები, უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივი ამოღება სამაუწყებლო ბადიდან.

ამავე თემაზე
დღის ამბები