17 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
რასაც ადრე იღებდნენ ხელფასის, დანამატისა და პრემიის ჯამით, ახლა ამ თანხას ხელფასის სახით იღებენ - IDFI-ის კვლევა სახელფასო პოლიტიკის ხარვეზებზე

მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლები და მთავრობის სახელფასო პოლიტიკა - არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI ბოლო 7 წლის კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით შრომის ანაზღაურების შესახებ მიღებული ახალი კანონის მიუხედავად, სახელფასო პოლიტიკაში ხარვეზებია. დოკუმენტში წერია, რომ საჯარო მოხელეები დანამატებს აღარ იღებენ, თუმცა მათი ხელფასი იგივე რაოდენობის რჩება.

ზოგიერთ სამინისტროში მინისტრის მოადგილეებს მინისტრებზე მაღალი ხელფასები აქვთ. ორგანიზაციამ შექმნა ღია მონაცემების ფორმა, სადაც განთავსებულია უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და დეკლარირებული შემოსავლების ელექტრონული მოდული.

„არ შეცვლილა არაფერი ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა. თანამდებობის პირები უკვე ხელფასის სახით იღებენ აბსოლუტურად იგივე თანხას, რასაც ადრე იღებდნენ ხელფასის,  დანამატისა და პრემიის  ჯამით.

კანონი არ ვრცელდება ბევრ უწყებაზე. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, როცა კანონის მიღების პროცესი იყო. მაგალითად მარეგულირებელ კომისიას არ ეხება, ეროვნულ ბანკს არ ეხება, იქ ანაზღაურება დარჩა სწორედ იმ დონეზე,რაც იყო რეფორმამდეც , ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი დაახლოებით 20 ათასი ლარია კომისიის წევრებზე, ეროვნული ბანკის წევრებზე და ა.შ“,- აცხადებს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი.

დღის ამბები