17 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
სასმელი წყლის პრობლემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ახალსოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა

ხმაური ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამი წელია სასმელი წყლი თითქმის არ მიეწოდებათ.

მათი თქმით, მოსახლეობასა და დევნილთა ჩასახლებას წყლის ერთი ავზიდან მიეწოდებათ და წყლის საქაჩი გენერატორის გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს დევნილები იხდიან, თუმცა ადგილობრივთა ნაწილი ამ თანხას არ იხდის, ამიტომ მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი კვირა აქვთ წყალი.

კიდევ ერთი პრობლემა რასაც დევნილები აპროტესტებენ მოუწესრიგებელი საკანალიზაციო მილებია.

აქციაზე მივიდა სოფლის რწმუნებულიც და მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ახალი წლის შემდეგ ახალი ბიუჯეტით ამ პრობლემას მოაგვარებდა.

„ვთხოვე რამენაირად მეგობრულად დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ახალ წლამდე გადავაგოროთ ეს ყველაფერი. ველოდებით ახალ ბიუჯეტს,“-განაცხადა ლადო ქვარცხავამ.

დღის ამბები