შინდისის გმირების მემორიალი დაარბიეს. კურიერის ინფორმაციით, მემორიალის 4 ქვა გატეხილია, ხოლო ყვავილები ამოძირკული.
ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც შინდისის გმირების მემორიალი დააზიანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.