„უსახო სილუეტები" - თვითნასწავლმა მხატვარმა თეო ლალიაშვილმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. გამოფენას წიგნის სახლი ბახტრიონზე მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 50-მდე ნამუშევარი. ნახატები შესრულებულია ტილოზე ზეთსა და აკრილში. მხატვრის გამოფენა დეკემბერში უკვე ესპანეთის დედაქალაქში გაიმართება. თბილისში კი გამოფენის დათვალიერების საშუალება მაყურებელს 1 კვირის განმავლობაში ექნება.