09 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
ჰილარი კლინტონმა რესპუბლიკელი სენატორები გააკრიტიკა

ჰილარი კლინტონმა ის რესპუბლიკელი სენატორები გააკრიტიკა, რომლებმაც ირანელ ლიდერებს წერილი მისწერეს.

შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამ სენატორებს ან სურდათ ყოფილიყვნენ სასარგებლო ირანელებისთვის, ან მათი მიზანი იყო შეესუსტებინათ მთავარსარდლის პოზიციები ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებში.

კლინტონი შეეხო მის მიერ სახელმწიფო მიმოწერისთვის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების საკითხსაც. ფაქტს შესაძლოა ფედერალური კანონის დარღვევის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

55 ათასზე მეტი გზავნილი მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

 

 

 

 

დღის ამბები