09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ყირიმთან ახლოს ნატოს საზღვაო სწავლება მიმდინარეობს

შავ ზღვაში, ყირიმიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ნატოს საზღვაო სწავლება მიმდინარეობს. წვრთნაში ალიანსის 6 ხომალდი მონაწილეობს. მათ შორისაა ამერიკული ”ვიკსბერგი,” რომელიც მართვადი რაკეტებითაა აღჭურვილი.

სწავლებების მსვლელობისას სამხედროები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, წყალქვეშა ნავების განადგურებასა და პირობითი მტრის თავდასხმების მოგერიებაში ივარჯიშებენ.

მანევრებში შეერთებული შტატების გარდა, კანადის, თურქეთის, გერმანიისა და იტალიის ხომალდები მონაწილეობენ. გასულ კვირას ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება რეგიონში რუსეთმაც ჩაატარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები