09 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებიდან გავიდა

რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმება საბოლოოდ დატოვა. დღეიდან ის ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და მხარეებს ამის შესახებ ოფიციალურად აცნობეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიზეზად ის დაასახელა, რომ დასავლეთი ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ არც ერთ პირობას არ ასრულებს. სერგეი ლავროვის უწყებაში ისიც განმარტეს, რომ შეთანხმებიდან გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით დიალოგზეც უარს ამბობს.

ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება 1990 წელს გაფორმდა. ის რუსეთთან ერთად ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებს შეიარაღების კვოტებს უწესებდა.

დღის ამბები