09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
იაპონიაში დამანგრეველი სტიქიის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

იაპონელები დღეს 2011 წლის 11 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ.

ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა და მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამიმ იაპონიის 18 პრეფექტურა დააზარალა და ათასობით ადგილობრივი იმსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა და გაუჩინარებულთა რიცხვი 18 ათას 500-ს აღწევს.

გარდაცვლილებს დღეს იაპონიის ყველა რეგიონში იხსენებენ. სამგლოვიარო ღონისძიებები ყველა ქალაქსა და ტაძარშია დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები