09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა საკუთარი თანამებრძოლი სიკვდილით დასაჯეს

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა საკუთარი თანამებრძოლი სიკვდილით დასაჯეს.

დაჯგუფებამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მცირეწლოვანი ტერორისტი ისრაელის მოქალაქე არაბს კლავს.

ტერორისტების მტკიცებით, მუჰამად მუსალამი ისრაელის დაზვერვის აგენტი იყო. 13-წუთიან ვიდეოში მუსალამი აღიარებს, რომ მოსადის აგენტია და ისლამურ სახელმწიფოს მხოლოდ იმ მიზნით შეუერთდა, რომ დაჯგუფების გეგმების, წევრებისა და იარაღის საწყობების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინა. მისივე თქმით, მოსადისთვის მუშაობა მას მამამ და ძმამ შესთავაზეს.

ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ მუსალამი ისრაელის დაზვერვის აგენტი არასდროს ყოფილა. ვიდეოჩანაწერს ისრაელის სპეცსამსახურები სწავლობენ.

დღის ამბები