09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ევროპარლამენტი ნემცოვის მკვლელობაზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

ევროპარლამენტი რუსეთის ხელისუფლებისგან ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტარებმა მიიღეს. ისინი რუსეთის მთავრობას მოუწოდებენ, შეწყდეს ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და დამოუკიდებელი მედიის პოლიტიკური და სამართლებრივი დევნა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით ფედერიკა მოგერინი გამოვიდა.

"რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ უფრო დემოკრატიულ და ღია ქვეყანას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ოპოზიციას მისცეს საშუალება, აკეთოს თავისი საქმე და უზრუნველყოს მედიამრავალფეროვნება," - განაცხადა მოგერინიმ. 

მოსკოვში კი ნემცოვის საქმის საგამოძიებო კომიტეტმა ჩხრეკა ჩაატარა ადამიანის უფლებათა დამცველების ბინებში, რომლებმაც გუშინ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი მოინახულეს.

ადამიანის უფლებათა დამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დადაევი ბრალს უარყოფს და მან ჩვენება წამების შემდეგ მისცა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები