09 ოქტომბერი 2024,   10:17
ვრცლად
"სავალუტო ფონდმა" უკრაინას, ტრანშის სახით, 10 მილიარდი დოლარი დაუმტკიცა

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა" უკრაინას, ტრანშის სახით, 10 მილიარდი დოლარი დაუმტკიცა. ეს იმ ოთხწლიანი პროგრამის ნაწილია, რომელსაც უკრაინა ეტაპობრივად მიიღებს.

პირველი ნაწილი - 5 მილიარდი დოლარი კვირის ბოლომდე გადაირიცხება, საიდანაც თითქმის ნახევარი ბიუჯეტის გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენ 5 მილიარდს კი უკრაინა მომდევნო თვეებში მიიღებს.

ფინანსური დახმარების შესახებ კომენტარი უკრაინის პრემიერმა გააკეთა.

"ეს 4-წლიანი პროგრამა არის პასუხი იმ რეფორმებზე, რომელიც უკრაინამ უკვე დაიწყო. რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა მსოფლიო, რომ რეფორმებს ვატარებთ, რის საფუძველზეც "საერთაშორისო სავალუტო ფონდმა" ეს გადაწყვეტილება მიიღო," - განაცხადა არსენ იაცენიუკმა. 

უკრაინა ვაშინგტონისგან, ფინანსური დახმარების გარდა, გაზრდილ სამხედრო არასაბრძოლო ტიპის დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ სენატში სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. შეერთებული შტატები ახალ პროგრამაში 75 მილიონ დოლარს ჩადებს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში კიდევ რამდენიმე პრორუსი სეპარატისტი და რუსული ბანკი შეიყვანა.

დღის ამბები