09 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
განათავსებს თუ არა რუსეთი ყირიმში ბირთვულ იარაღს?

რუსეთს აქვს უფლება, ბირთვული იარაღი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში განათავსოს, მათ შორის ყირიმშიც.

ასეთი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა გააკეთა.

"რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში მიხაილ ულიანოვმა განმარტა, რომ კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს და მოსკოვმა კარგად იცის, რომ ამას კიევი არ დასთანხმდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოფიციალური მოსკოვი ყირიმში ბირთვული შეიარაღების განთავსებაზე ლაპარაკობს. გასულ წელს ეს არც სერგეი ლავროვმა გამორიცხა.

დღის ამბები