09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი იპოვეს

მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა მდინარის ფსკერზე ორი პისტოლეტი აღმოაჩინეს. შესაძლოა, 27 თებერვლის ღამეს ოპოზიციის ლიდერს სწორედ ერთ–ერთიდან ესროლეს.

პრესა იმასაც წერს, რომ გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით უკვე პრიორიტეტული ვერსიაც აქვს და ის უკრაინულ კვალს შეეხება. გამოძიება ვარაუდობს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთში ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავდა მიზნად.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ რადიო „ეხო მასკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი ე.წ. "დასახვრეტთა სია" გახდა, რომელიც, შესაძლოა, ბორის ნემცოვის მკვლელებს ჰქონდეთ შემუშავებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები