09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
უკრაინამ შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით კონტრაქტები ევროკავშირის 11 ქვეყანასთან გააფორმა

უკრაინამ შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით კონტრაქტები ევროკავშირის 11 ქვეყანასთან გააფორმა.

ამის შესახებ განცხადება პეტრო პოროშენკომ უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ევროკავშირის ოფიციალური ემბარგო უკვე გაუქმებულია.

"იმ შემთხვევაში, თუ დონბასში ზავი დაირღვევა, უკრაინის არმია პრობლემების გარეშე მიიღებს ლეტალურ იარაღს, ევროკავშირი კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აამოქმედებს,"– აცხადებს პეტრო პოროშენკო.

დღის ამბები