09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ლატარიაში მოგებული და შემდეგ დაკარგული მილიონი

ამერიკელმა მამაკაცმა ლატარეაში მილიონ ასი ათასი დოლარი მოიგო, თუმცა ფულის გარეშე დარჩა. როგორც ირკვევა, გამარჯვებულმა მომგებიანი ბილეთი დაკარგა.

ახალგაზრდა მამაკაცმა ბილეთი ქალაქ როზმიდის ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიძინა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ლატარიის ორგანიზატორებმაც გაავრცელეს. თუმცა, კომპანიის წესების მიხედვით, კუპონის წარდგენის გარეშე გამარჯვებულისთვის ფულადი პრიზის გადაცემის უფლება არა აქვთ.

წესდების თანახმად, საპრიზო ფონდი მილიონ 98 ათასი დოლარის ოდენობით კალიფორნიის სახელმწიფო სკოლებს გადაერიცხებათ.

დღის ამბები