09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტის გამოჩენას ელოდება

მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტის გამოჩენას ელოდება. რუსული მედიაც იმ ფოტომასალას სწავლობს, რომელიც კრემლმა ვლადიმერ პუტინის აქტიური საქმიანობის დასადასტურებლად გამოაქვეყნა.

ტელეკომპანია ”დოჟდის” ინფორმაციით, ფოტო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვედრას ასახავს, 2011 წელსაა გადაღებული.

ჟურნალისტებმა ფოტო სპეციალური პროგრამით ”ანტიფოტოშოპით” შეისწავლეს, რომელსაც შეუძლია, დაადგინოს, როდისაა გადაღებული კადრი და დამუშვებულია თუ არა ის ფოტოშოპით.

პროგრამამ ორივე ფოტო 2011 წლით დაათარიღა და დაადგინა, რომ კადრები 2012 წელს რედაქტირებულიც იყო.

ასევე ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინს მნიშვნელოვანი შეხვედრები და ღონისძიებები აქვს ჩასატარებელი.

დღის ამბები