09 ოქტომბერი 2024,   10:17
ვრცლად
პუტინის პრეს-მდივანი რუსეთის პრეზიდენტის გეგმებზე საუბრობს

ვიდრე მედია ვლადიმერ პუტინის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტის გეგმებზე ჟურნალისტებთან მისი პრეს-მდივანი საუბრობს.

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დღეს ყირიმის მიერთების შესახებ დოკუმენტური ფილმის ყურებას აპირებს. მისი განმარტებით, პრეზიდენტს სურათის საბოლოო ვერსია ამ დრომდე არ უნახავს. ფილმს, სახელმწოდებით ”ყირიმი გზა სამშობლოსკენ”, ტელეკომპანია ”რასიას” ეთერში დღეს საღამოს უჩვენებენ.

ვლადიმერ პუტინი ჟურნალისტებთან 5 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა. კრემლის ანონსის თანახმად, გაუჩინარების შემდეგ პირველი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტს ხვალ, ყირგიზ ლიდერთან აქვს დაგეგმილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე დღეს ოფიციალური ცნობაც გამოქვეყნდა, რომელშიც ვლადიმერ პუტინი რუს მეცნიერს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები