09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას კიდევ ერთხელ დაგმობს

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას დღეს კიდევ ერთხელ დაგმობს ევროკავშირი. რიგაში გამართული არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან.

გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკების შემდეგ ლიდერები ყირიმის ანექსიის წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას მიიღებენ, რომელშიც ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ ევროკავშირი ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთებას არ აღიარებს. შეხვედრაზე რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მზადების საკითხსაც განიხილავენ.

დღის ამბები