09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
დასავლურ მედიაში რუსეთის პრეზიდენტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება

ვლადიმერ პუტინის გაუჩინარებას ეხმაურება დასავლური მედია. სი-ენ-ენ-ი საკუთარი „ტვიტერის” გვერდზე წერს, რომ რუსეთის ლიდერი კვირაზე მეტია საზოგადოებაში არ გამოჩენილა და საინტერესოა, დაესწრება თუ არა ის დღევანდელ შეხვედრას.

ბრიტანული "ინდიფენდენტი" კი ვლადიმერ პუტინის გაუჩინარების რამდენიმე ვერსიას ასახელებს, მათ შორის ავადმყოფობასაც. გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურის მუდმივი მტკიცება, რომ პუტინი სრულიად ჯანმრთელია, მედიაში მის ავადმყოფობასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობებს უფრო ამყარებს.

ეჭვებს ეხმაურება "დეილი მეილიც," რომელიც არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ლიდერის გაუჩინარება შეთქმულებას უკავშირდებოდეს. წყაროდ გამოცემა "რუსთავი 2-ის" ინტერვიუში ჰეიდარ ჯემალის მოსაზრებას ასახელებს. პოლიტოლოგის აზრით, ვლადიმერ პუტინი ძალოვანების მიერ არის ნეიტრალიზებული.

დღის ამბები