იური მეჩითოვის შეურაცხმყოფელი განცხადება - ფოტოგრაფი და კულტურის მინისტრის ყოფილმა მინისტრმა 1989 წლის 9 აპრილის შესახებ ისე ისაუბრა, როგორც შოუზე. მან რუსთაველის გამზირზე სისხლისღვრაში ეროვნული მოძრაობა დადანაშაულა, საბჭოთა არმიას კი დაიცვა.
ტელეარხ ალჯაზირასთვის მიცემულ ინტერვიუში მეჩითოვმა განაცხადა, რომ ხალხი რუსთველის გამზირზე ჭყლეტაში ჰაერის უკმარისობით დაიღუპა და საბჭოთა არმიის ძალადობა არაფერ შუაშია.
მეჩითოვი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია, საკუთარ სამშობლოს 2008 წლის ომის დაწყებაშიც ადანაშაულებს.
მეჩითოვის განცხადებები საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე ტრაგედიიდან 29 წლის შემდეგ იური მეჩითოვის შეფასებამ მომღერალი შოკში ჩააგდო.
დამოუკიდებლობისთვის თავშეწირული თამრიკო ჭოველიძის მამა მიიჩნევს, რომ მეჩითოვი მოღალატეა, როდესაც ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები არა რუსულმა ნიჩბებმა, არამედ ასფიქსიამ იმსხვერპლა.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერის სკანდალური განცხადება ზურაბიშვილის სხვა მხარდამჭერებმა გაამართლეს. განცხადება რეჟისორმა ქეთი დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და იური მეჩითოვის დაცვა სცადა.
იური მეჩითოვმა სატელევიზიო ინტერვიუზე „რუსთავი 2"-ს უარი უთხრა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანიას ბოიკოტს უცხადებს.