17 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
არა სალომე ზურაბიშვილს! - სამხედროთა ნაწილი "ოცნების" კანდიდატს უნდობლობას უცხადებს

არა სალომე ზურაბიშვილს! - ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ სამხედროთა ნაწილი ერთიანდება. ისინი აცხადებენ, რომ ის, ვინც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გახდეს. კამპანიაში უკვე ასეულობით სამხედროა ჩართული. ისინი საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავენ. მათი ნაწილი ოზურგეთში ზაზა დამენიას საფლავთან შეიკრიბა და კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ არის მათთვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა მიუღებელი.

„ჩვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების  თადარიგის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ქალაქიდან ვუერთდებით გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას და ვაცხადებთ, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად არ ავირჩევთ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს,“-განაცხადა უფროსმა ლეიტენანტმა ზურაბ ჯიბუტმა

ამავე თემაზე
დღის ამბები