09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ევროკავშირსა და ირანს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

ბრიუსელში ევროკავშირსა და ირანს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

პრობლემური საკითხების შესახებ საუბარი მხარეებმა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.
თეირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარკებები 15 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსაც შეხვდა. 

დღის ამბები