09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
მიშელ ობამას მორიგი ცეკვა ტელეეთერში

შეერთებული შტატების პირველი ლედი ტელეეთერში ისევ აცეკვდა.

მიშელ ობამამ ელენ დეჯენერსის შოუში წამყვანთან ერთად რამდენიმე ილეთი შეასრულა.

პირველმა ლედიმ საკუთარი სურვილებიც გაამხილა, რის გაკეთებასაც თეთრი სახლის დატოვების შემდეგ აპირებს. როგორც აღმოჩნდა, მიშელ ობამას ყველაზე მეტად ავტომობილში ჩამოწეული შუშებით სიარული ენატრება, რის საშუალებასაც უსაფრთხოების გამო, მას დაცვის სამსახური არ აძლევს. ხოლო წამყვანის კითხვაზე, აპირებენ თუ არა მისი ქალიშვილები პოლიტიკურ მოღვაწეობას, პირველმა ლედიმ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები