09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ისრაელში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ისრაელი დღეს პარლამენტს ირჩევს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრემიერმა რამდენიმე მინისტრი მისივე გადაწყვეტილებების საბოტაჟში დაადანაშაულა და თანამდებობებიდან გადააყენა.

კნესეტში მოსახვედრად 25 პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის. ექსპერტების განცხადებით, ეს არჩევნები დიდი გამოცდაა მმართველი პარტია "ლიკუდისა" და პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის. არ არის გამორიცხული, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრემიერის პოსტი დატოვოს, ან გავლენა დაკარგოს და კოალიციის ფორმირება სხვა ძალებთან ერთად მოუხდეს.

საარჩევნო სიებში 5 მილიონ 800 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. მაღალი აქტივობის უზრუნველსაყოფად მთავრობამ 17 მარტი დასვენების დღედ გამოაცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები