09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
დონბასის გარკვეულ ნაწილს ოკუპირებულის სტატუსი მიენიჭა

უკრაინის რადამ დონბასის გარკვეულ ნაწილს ოკუპირებულის სტატუსი მიანიჭა.

დოკუმენტის თანახმად, ლუგანსკის და დონეცკის ოლქის გარკვეულ ქალაქებსა და სოფლებში იმოქმედებს ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებული რეჟიმი, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უკანონო ბანდფორმირებების გაყვანამდე.

ეუთოს მისიამ კი დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტები დაადასტურა.

რუმინელ კოლეგასთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი ომით დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად მზადაა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინამ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ეუთოს მისიის მიერ დადგენილი პროცედურის მიხედვით შეასრულა.

„სამწუხაროდ, პრორუსი სეპარატისტები რეგიონში შესვლის საშუალებას არ აძლევენ არც უკრაინის და არც ევროკავშირის მიერ გაგზავნილ დახმარებას,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა სამი უკრაინელი სამხედრო, ხუთი კი დაიჭრა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები