06 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - საქმის ადეკვატურ და დროულ გამოძიებას ითხოვს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"

თავდასხმა კურიერის გადამღებ ჯგუფზე - საქმის ადეკვატურ და დროულ გამოძიებას მოითხოვს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ, თუ ამ შემთხვევაში დამნაშავე პირები არ დაისჯებიან, ეს იქნება ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გარკვეული სახით წახალისება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ეს საქმე და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ. ყოველი ასეთი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება და დამნაშავე პირების დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ და აუარესებს სამუშაო გარემოს.

"არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც საჯარო უწყებები, დაინტერესებულნი უნდა იყვნენ უზრუნველყონ გამჭირვალობა და ითანამშრომლონ მედიასთან. ამასთან, მათ ხელი უნდა შეუწყონ მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.

"იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი პროფესიული ეთიკის წესებს ან/და კანონით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, ამისთვის არსებობს ცივილური ფორმები. დაუშვებელია ძალადობა და თავდასხმა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები