19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ისინი იყვნენ „დავერბოვკებული“ აგენტები - თაკო ჩარკვიანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე

ოპოზიციაზე თავდასხმის ახალი ტალღა არჩევნების დასრულების შემდეგ - ქუთაისის აეროპორტში დღეს თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თაკო ჩარკვიანს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ღია მხარდამჭერია, 4-კაციანი დაჯგუფების წევრები თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ის მეუღლესთან, ჯონი გიგანთან, ერთად აეროპორტში შვილს აცილებდა.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ე.წ. ძველი ბიჭები იყვნენ, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თაკო ჩარკვიანი თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, რადგან დაჯგუფების წევრები მათ შეურაცხყოფას სწორედ პოლიტიკური სიმპათიის გამო აყენებდნენ.

„რომ მოვიდა ახლოს, იმ ბიჭმა რომ დაინახა, იცოდა, რომ ჩემი მეუღლე იყო, სანამ რამეს იტყოდა. მიაყენა შეურაცხყოფა, მეორე უკნიდან მიეპარა და იქ ატყდა ისეთი, რომ მე დიდი ხანია არ მინახავს... ეს იყო ბანდა ჩვეულებრივი, მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ გუშინდელიდან ნამდვილ ტერორში ჰყავთ აეროპორტიო,“ - ამბობს ჩარკვიანი.

ფიზიკურ ანგარიშსწორებას თვალს ადევნებდნენ აეროპორტში მყოფი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც, თუმცა, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მათ ვითარების განმუხტვა არ უცდიათ და ისინი აეროპორტში მყოფმა, უცნობმა მგზავრებმა დაიცვეს.

„პოლიცია არ განძრეულა, პოლიციასთან იყვნენ გენიალურად. მერე თქვეს, რომ ერთი პრობაციონერი არისო. მე მივიღე მერე ზომები, მანამდე ვის ეცალა პოლიციასთან დარეკვის, მთელი პოლიცია იქ იყო და არაფერი არ გაუკეთებიათ. ბანდა იყო ჩვეულებრივი, რომელმაც პოლიტიკური, რაღაც სისულელე შეასრულა, რომელიც აბსოლუტურად შეკრულია პოლიციასთან იმიტომ, რომ ამდენს ასეთ არაფხიზელ მდგომარეობაში ადამიანები პოლიციის თანდასწრებით ვერ ბედავენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ „დავერბოვკებული“ აგენტები მათი,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.

დღის ამბები