19 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ბაჩუკი ქარდავას თავს დაესხნენ - გრიგოლ ვაშაძე

ბაჩუკი ქარდავას თავს დაესხნენ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ეტაპზე პოლიტიკოსზე განხორციელებული ძალადობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

გრიგოლ ვაშაძე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და "ორგანიზებული კამპანია" უწოდა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ჩარკვიანის ოჯახს აეროპორტში მიზანმიმართულად ელოდებოდნენ. მისი განცხადებით, დაშინების კამპანია მართულია ხელისუფლების, პოლიციის და კრიმინალების მიერ.

დღის ამბები