09 ოქტომბერი 2024,   10:17
ვრცლად
რუსეთის საზღვაო ქვეითი ჯარი სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი

სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი რუსეთის საზღვაო ქვეითი ჯარი.

სამეთაურო-საშტაბო წვრთნის ფარგლებში, ქერჩის სრუტეში სამხედროები პირობითი მტრის დივერსიული ჯგუფებისა და ავიაციის შეტევის მოგერიებაში ვარჯიშობენ.

ქვედანაყოფები სასწავლო და საკონტროლო სროლისთვის შეიარაღებასაც ამზადებენ.

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის რეგიონებში, მათ შორის საქართველოს მოსაზღვრე სამხრეთის სამხედრო ოლქშიც, სამხედრო სწავლება მიმდინარეობს.

მოსკოვში აცხადებენ, რომ დაუგეგმავი წვრთნა შენაერთების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად დაიწყეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები